აზერ სულეიმანოვს პარლამენტის დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:34 | 13.06.2018
ნანახია: 733

პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია, - ამის შესახახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ასეთი რამ არც კი განხილულა საქართველოს პარლამენტში.

„გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, თითქოს, პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული, როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო - პარლამენტისა წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. ამის თაობაზე ზოგადად გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. ასეთი რამ არც კი განხილულა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, მარნეულში მომხდარ ინციდენტში ბრალი, შესაძლოა, პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს წაუყენონ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე