მამაკაცი, რომელმაც პარიზში მოქალაქეები მძევლად აიყვანა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს

საქართველო, თბილისი - 15:17 | 13.06.2018
ნანახია: 859

როგორც ცნობილია, პარიზში 26 წლის მაროკოელმა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ორსული მძევლად აიყვანა. მამაკაცს ისინი ოთხი საათის განმავლობაში ყავდა დაკავებული. ამასთან მან ქალს ბენზინი გადაასხა და დანით ემუქრებოდა. მეორე მძევალს კი ბორკილები დაადო.

ფრანგმა პოლიციელმა იერიში მიიტანეს ოფისზე, სადაც დამნაშავეს მძევლები ყავდა აყვანილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 26 წლის მამაკაცი დააკავეს.

საფრანგეთის შს მინისტრის ჟერარ კოლონის თქმით,  ბოროტმოქმედს სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

მედიის ცნობით, მამაკაცი მოითხოვდა, რომ ის საფრანგეთში ირანის საელჩოსთან დაეკავშირებინათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე