"გაიღვიძე, შე ლენჩო" - ტრამპი დე ნიროს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 14:27 | 13.06.2018
ნანახია: 1011

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსახიობ რობერტ დე ნიროს უცენზურო გამოსვლა მისი მისამართით, ტვინის დაზიანებით ახსნა.

თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რობერტ დე ნიროს ტვინის მდგომარეობა სურვილს აღუძრავს მას უსურვოს სიკეთე, იმ მიღებული ტრამვების გამო რისი გადატანაც გადასაღებ მოედანზე მოუწია.

შეგახსენებთ, რომ რობერტ დე ნირო, პრესტიჟული თეატრალური დაჯილდოვების ცერემონიალზე ძალიან უხეშად გამოვიდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ. მისმა გამოსვლამ დარბაზში ოვაციები გამოიწვია.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის "Twitter"-ზე წერს, რომ „რობერტ დე ნირო არის ადამიანი ძალზე დაბალი IQ-თი. ფილმებში მონაწილეობით მან მიიღო ძალზე ბევრი დარტყმები თავის არეში, ნამდვილი ბოქსიორებისგან. მე მას ვუყურებდი გუშინ საღამოს და გულწრფელად მჯერა, რომ მას ტვინის შერყევა აქვს. ვფიქრობ მას არ ესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა საუკეთესო მდგომარეობაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, დასაქმება მაქსიმალურ დონეზეა და ბევრი კომპანიები უკან ბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში. გაიღვიძე იდიოტო!“ - წერს ტრამპი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე