ჰაჯიმბა და ბიბილოვი მოსკოვში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან

საქართველო, თბილისი - 14:17 | 13.06.2018
ნანახია: 1357

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ადგილობრივ მედიას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე დამსწრებ ლიდერთა სია გააცნო. პესკოვის თქმით, მოსკოვში ჩემპიონატის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. პრეზიდენტები რაულ ჰაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი დაესწრებიან.

გახსნის ცერემონიამდე ორმხრივ შეხვედრებს ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანის, რუანდის, ბოლივიის პრეზიდენტებთან და სომხეთის და ლიბანის პრემიერებთან გამართავს. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბელორუსის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, პანამას და პარაგვაის ლიდერები დაესწრებიან, ასევე მოსკოვში ჩავა ჩინეთის სახალხო კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის პრინცი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე