ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:06 | 13.06.2018
ნანახია: 1374

ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი.

„არ მქონდა შესაძლებლობა, გამერკვია, რა მოხდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ქართული ოცნების“ წევრი, ჩვენი თანაგუნდელი, ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი. ყველასთვის უნდა იყოს ასე და პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს.
მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. 

შეგახსენებთ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე