მარნეულის ინციდენტში, სავარაუდოდ, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვიც მონაწილეობდა, რომელიც ენმ-ის წევრია

საქართველო, თბილისი - 14:01 | 13.06.2018
ნანახია: 722

მარნეულის ინციდენტში, სავარაუდოდ, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვიც მონაწილეობდა, რომელიც ენმ-ის წევრია. ამის შესახებ დღეს პარლამენტის სხდომაზე გახდა ცნობილი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პროკურატურიდან მიღებული წერილი წაიკითხა.

კობახიძის თქმით, მის სახელზე მთავარი პროკურორის მოვალეობლის შემსრულებლის მიერ შემოსულია წერილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მარნეულში მომხდარ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტში, სავარუდოდ, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვიც მონაწილეობს.

კობახიძის მიერ წერილის წაკითხვას ენმ-ის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუ რა შუაში იყო ამ წერილის წაკითხვა, რადგან ამ წერილში ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდზეა საუბარი და დადასტურებული ფაქტი არ არის, რაზეც კოახიძემ განაცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, ის ვალდებულია, დეპუტატებს გააცნოს მის სახელზე შესული წერილის შინაარსი და მან დეპუტატებს სწორედ პროკურატურიდან მიღებული წერილის შინაარსი გააცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე