მთავრობა უნდა გადადგეს - დავით ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 13:14 | 13.06.2018
ნანახია: 1133

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე აცხადეს, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგეს.

ამის შესახებ მან ქუთაისში, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუშინდელ შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილ ვიარებაზე ისაუბრეს და ეს ეხება, როგორც გაცხადდა, გაეროს ეგიდით ჩატარებულ კვლევასაც, სადაც სახულია ქვეყანაში ეკონომიკური უკანსვლა და პრობლემები და ასევე სხვა საკითხები. ის უკმყოფილებას გამოთქვამს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის გამოც, რადგან მიაჩნია, რომ ამით ხელისუფლება ამბობს, რომ უუნაროა და თავად არ შეუძლია გამოძიება, რაც ასევე, მისი თქმით, მთავრობის სისუსტეზე მიუთითებს. ამიტომ აცხადებს, რომ „შექმნილ ვითარებაში მთავრობამ პასუხისმგელობა უნდა აიღოს და გადადგეს“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე