მარნეულის დაკავებულ მერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემქურება

საქართველო, თბილისი - 11:40 | 13.06.2018
ნანახია: 1029

დღეს მარნეულის დაკავებულ მერს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

პროკურატურის ინფორმაციით, თემურ აბაზოვის მიმართ გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტი) დაიწყო. 

შეგახსენებთ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აბაზოვი სავარაუდოდ, სწორედ იმ ვიდეოს გამო დააკავეს, რომელშიც დაფიქსირებულია, თუ როგორ აიძუელბენ მოქალაქეს მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე