საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღებას იწყებს
საქართველო, თბილისი - 12:37 | 12.06.2018 ნანახია: 1374საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ სერვისს ნერგავს. ბიზნესის დაწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, საქართველოს ბანკი ინდივიდუალური მეწარმეებისა და შპს-ების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) რეგისტრაციის განაცხადის მიღებას ბანკის სერვისცენტრებში განახორციელებს. 18 ივნისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება რამდენიმე სერვისცენტრში (ინფორმაციის დასაზუსტებლად გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს 2444444) ხოლო 1 ივლისიდან განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ყველა ფიზიკური პირი, ვისაც სურს დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადის შევსებას შეძლებს საქართველოს ბანკის სერვისცენტრში (ექსპრეს ბანკის ფილიალების გარდა).
რეგისტრაციის პროცედურა არის მარტივი, მომხმარებელი დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, ბანკში ერთი მისვლით შეძლებს, დააფიქსიროს განაცხადი, როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების, ისე საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ. აგრეთვე, შპს-ს რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ გახსნას საბანკო ანგარიში და პირველი 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს SMS ბანკით და ინტერნეტბანკით. დამატებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს უნიკალური ბარათი Cash Card-ი, რომელიც სპეციალურად ბიზნესის მხარდასაჭერად შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ სტანდარტული რეგისტრაციის საფასურს არ გადაიხდის პირველი 1000 დარეგისტრირებული ინდ. მეწარმე. რეგისტრაციის საფასურს საქართველოს ბანკი დაფარავს. მომხმარებელს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მხოლოდ დაჩქარებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოუწევს, რეგისტრაციის საფასური იდენტურია საჯარო რეესტრში არსებული საფასურისა.
„მოხარული ვართ გაცნობოთ ეს სიახლე, რომელიც ვფიქრობთ, არსებითად გააუმჯობესებს და გაამარტივებს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებას. საქართველოს ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, რაც ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დღევანდელი სიახლე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ბანკი მუდმივად მუშაობს ბიზნესის ხელშეწყობის სამომავლო ინიციატივებზე, რათა კიდევ უფრო გავუმარტივოთ პროცესები ჩვენს მომხმარებელს. შევქმნათ მათზე მორგებული პირობები, დავუზოგოთ დრო და ხელი შევუწყოთ ბიზნესის როგორც საწყის, ასევე განვითარების ეტაპზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა