სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 18:19 | 12.06.2018
ნანახია: 656

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილების შესახებ განხილვა არ ყოფილა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა UNICEF-ის კვლევას ეხებოდა.

ცნობისთვის, დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებს განიხილავნდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე