ტექნიკური უნივერსიტეტსა და „თელასს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 17:20 | 12.06.2018 ნანახია: 894საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ისეთ მსხვილ ენერგოკომპანიაში განივითარებენ, როგორიც თბილისის ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასია“, ხოლო კომპანიის ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სათანადო ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველჰყოფს. თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც, დღეს, სს „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დაიდო, ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და კომპანია „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
არჩილ ფრანგიშვილმა და სერგი კობცევმა, ასევე, განიხილეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო პოლიგონის მოწყობის შესაძლებლობები, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოსთვის. სასწავლო პოლიგონი „თელასის“ ტექნიკურ პერსონალს საშუალებას მისცემს, პრაქტიკული უნარ-ჩვევები უსაფრთხო გარემოში შეიძინოს. აგრეთვე, ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანიის ტექნიკურ პერსონალს მათ საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი პროფესიული კურსები შესთავაზოს და კომპანიის ინსტრუქტორების გადაამზადება გერმანელმა სპეციალისტებმა უზრუნველჰყონ.
„დღეიდან ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „თელასს“ შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ დღეს ახალი ტიპის თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც ითვალისწინებს „თელასის“ სრულ ჩართულობას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესში. სტუ-თვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივი სასწავლო პოლიგონის მშენებლობას, რაც მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსების გადამზადებას უზრუნველჰყოფს. აღნიშნული პროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს რეალობაში მსგავსი პოლიგონი არ არსებობს“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
„დღეს ენერგიტიკა სწრაფად განვითარებადი დარგია და ბევრი კომპანია თავის საქმიანობაში ცდილობს, გამოიყენოს მოწინავე ტექნოლოგიები. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურებისთვის საჭიროა კვალიფიციური კადრების არსებობა. აქედან გამომდინარე, კომპანია „თელასი“ ყოველთვის ხელს უწყობდა მეცნიერებისა და განათლების სფეროს განვითარებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დღევანდელი მემორანდუმი ჩვენი წარმატებული და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია“, - აღნიშნა „თელასის“ სერგეი კობცევმა.
2010 წლიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი მოქმედებს, სადაც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან მუშაობას ეუფლებიან, „თელასისა“ და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალი კი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსს გადის.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა