მეგან მარკლმა სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)

საქართველო, თბილისი - 16:56 | 12.06.2018
ნანახია: 2158

მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის ეტიკეტი დაარღვია, როდესაც ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე დროშის გამოტანის ცერემონიას არასათანადო ჩაცმულობით დაესწრო. იუწყება The Sun-ი.

სამეფო ეტიკეტის თანახმად, ქალებს მოშიშვლებული მხრებით  საზოგადოებაში გამოსვლა ეკრძალებათ, მარკლს კი ღონისძიებაზე მხრებზე გადაწეული ვარდისფერი კაბა ეცვა.

ეს პრინც ჰარის მეუღლის მხრიდან სამეფო წესების დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. მაგალითად, ოფიციალურ ღონისძიებებზე მარკლს ხშირად უჭირავს ჰარის ხელი, რაც კატეგორიულად აკრძალულია.

ერთხელ კი სასექსის ჰერცოგინიამ გოგონას ავტოგრაფი მისცა, თუმცა პროტოკოლის თანახმად მას ხელმოწერის დატოვება ოფიციალური საბუთების გარდა, არაფერზე შეუძლია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე