ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 12.06.2018
ნანახია: 845

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა ფილიპ ლიმ თანამდებობა  Brexit-ის პოლიტიკის გამო დატოვა.

თავისი გადაწყვეტილების კომენტირებისას ფილიპ ლიმ აღნიშნა, რომ გული ძალიან წყდება, მაგრამ Brexit-თან დაკავშირებული ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგია მოქალაქეებისთვის დამღუპველია.

 „მე ვემხრობდი ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენას, და კვლავაც მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო სტრატეგიული კურსი იქნებოდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ იმ ყველაფრის დაბრუნება, რაც რეფრენდუმამდე იყო, შეუძლებელი და არასწორია“, - დაწერა Twitter-ში ფილიპ ლიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე