მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 02.12.2015
ნანახია: 1602

2015 წლის ნოემბრის თვე 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ განმოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა მონაცემებს ეხება.
შსს-ს ცნობით, ვიზიტორებიდან ტურისტია - 144 109 ვიზიტის შემთხვევაში, 93 716 ვიზიტი არის ტრანზიტი, ხოლო სხვა დანარჩენს წარმოადგენს 198 409 ვიზიტი.
რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1%), თურქეთიდან (+2,2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) და უკრაინიდან (-2%) განხორციელდა.
შსს-ს ცნობით, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 17%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (30%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსი (52%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (39%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 748% და საუდის არაბეთი - 79%-იანი მატებით.
სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტის 10%-იანი ზრდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე