ჩრდილოეთ კორეა რაკეტებს გაანადგურებს - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 13:52 | 12.06.2018
ნანახია: 769

ჩრდილოეთ კორეა უმოკლეს დროში გაანადგურებს რაკეტებს, რომელიც უკვე გამოსცადეს.  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპს დეტალები არ დაუზუსტებია და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.
მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მიაღწიეს. ტრამპის განცხადებით, შესაფერის დროს ფხენიანს ესტუმრება, კიმ ჩენ ინმა კი თეთრ სახლში მიწვევა მიიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე