კიმ ჩენ ინი თანახმაა ტრამპს თეთრ სახლში ეწვიოს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 12.06.2018
ნანახია: 714

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თანახმაა აშშ-ის პრზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ეწვიოს. ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა.

ტრამპის აზრით, ორ სახელმწიფოს შორის ყველა აქტუალური პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კიდვე ერთი სამიტი.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა სინგაპურში დღეს გაიმართა. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახამდ, ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა განიხილეს კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილურობის დამყარებისა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხები. აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას პირობა მისცა ტერიტორიის დენუკლეარიზაციის შემდეგ  სრულად უზურუნველყოს უსაფრთხოება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე