დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს ნიჭიერი მმართველი უწოდა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 12.06.2018
ნანახია: 751

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ნიჭიერი უწოდა, რადგან ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად მან ქვეყნის მართვას თავი გაართვა.  

 „ის ხელისუფლებაში 26 წლის ასაკში მოვიდა. მან შეძლო ქვეყნის მართვა და ამას მკაცრად აკეთებდა. ვერ ვიტყვი, რომ ის ამასთან ერთად ლმობიერი იყო“, - განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე სინგაპურში.

სინგაპურის სენტოსას კუნძულზე აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების პირველი შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მანამდე ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა.

მოლაპარაკებების შედეგად ორივე ლიდერმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე