ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა სინგაპურში სამიტი დაასრულეს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 12.06.2018
ნანახია: 662

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სინგაპურში პირველი ისტორიული სამიტი დაასრულეს. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით უცნობია.

ტრამპმა განაცხადა, რომ განცხადებას მოგვიანებით პრეს-კონფერენციაზე გააკეთებს, თუმცა დოკუმენტს ყოვლისმომცველი უწოდა. მისი თქმით, ის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებებს მომავალშიც გამართავს.

თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრის გამართვის ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა აშშ-სთან ურთიერთობებში ახალ სტარტს აიღებს და დიდი ცვილებები იქნება მოსალოდნელი.

ფორმალურად ჩრდილოეთ კორეა და აშშ ომის მდგომარეობაში იმყოფებიან კორეაში 1950-53 წლების კონფლიქტის შემდეგ, რომელიც ზავის ხელშეკრულებით დასრულდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე