შსს: ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდა

საქართველო, თბილისი - 00:08 | 12.06.2018
ნანახია: 802

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით,  მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე