ძლიერმა წვიმამ მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია დატბორა

საქართველო, თბილისი - 00:00 | 12.06.2018
ნანახია: 683

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები გამოიწვია. დატბორილია გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და ახლომდებარე ქუჩები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გზის საავტომობილო მონაკვეთზე მომატებულია წყლის დონეა, რის გამოც, ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უამინდობასთან დაკავშირებით სხვა გამოძახებები არ ფიქსირდება.

ფოტო - საზოგადოებრივი მაუწყებელი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე