მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 17:44 | 11.06.2018
ნანახია: 736

 

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. წყლის ჭავლის მანქანა ამ დროისთვის სუს-ის ადმინისტრაციული შენობის ეზოში დგას.

ამ დროისთვის პარლამენტის ეზოშია მობილიზებული შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

პარლამენტთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსებით მოიყვანეს.

პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე