კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში - ნინო ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 17:39 | 11.06.2018
ნანახია: 2934

ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ ამ დროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი.

ლომჯარიას თქმით, შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ყველა დაკავებული პირის შესახებ.

"ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე