ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - მაჩალიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:22 | 11.06.2018
ნანახია: 618

კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქცია დაშალონ.
„ყველაფერს აკეთებენ, რომ მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი საერთოდ გააჩერონ. გეგმები არ შეიცვლება და კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწა რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება ვიდრე ჩემი და ზაზას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები დაშალეს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე