დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელი უკვე საზღვარგარეთ იმყოფება

საქართველო, თბილისი - 16:16 | 11.06.2018
ნანახია: 801

დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელი უკვე საზღვარგარეთ იმყოფება. განცხადება გუგეშაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გუგეშაშვილისთვის  რამდნიმე თვის წინ მომხდარი თავდასხმის მოტივი კვალავაც უცნობია. 

თავდასხმის შედეგად მისი ვაჟიშვილი თვალწინ მოკლეს, ხოლო თავად მძიმედ დაჭრეს.

როგორც დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, მკვლელი, რომელსაც ის როგორც ჩანს არარეალური სახელით იცნობდა, კვლავაც არ არის გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული. თუმცა მოკლულის დედა ფიქრობს, რომ მკვლელობა არ უნდა ყოფილიყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი.​

„ვინაიდან არ არის იდენტიფიცირებული არ ვიცით არის ქვეყანაში თუ არა. მაგრამ სრულიად გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არანაირად არ არის მკვლელი, შემკვეთი, ჩვენ სამშობლოში არიან თუ გასულები არიან.  როდესაც იდენტიფიცირება მოხდება, მოხდება ისიც რომ მათ ჩამოიყვანენ ინტერპოლის მეშვეობით,“-აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე