თბილისში პირველი თეატრალური მინი-ქალაქი აშენდება

საქართველო, თბილისი - 16:08 | 11.06.2018
ნანახია: 276

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, პირველად ექნება თავისი თეატრალური მინი-ქალაქი - რომელშიც ჩატარდება ექსპერიმენტები, ასევე ექნება შემოქმედებითი ლაბორატორიები და არტ რეზიდენციები. 

იგეგმება, რომ ახალი ქალაქი აშენდება კოჯორის გზაზე, 2019 წლის ოქტომბრის თვეში. 

"მინი-ქალაქი აშენდება 6 ათასი კვადრატული მეტრის მიწის მონაკვეთზე. პროექტის ღირებულებაა 5,5 მილიონი ლარი. თეატრალურ ქალაქში მისვლისთვის თავისუფლების მოედნიდან 7 წუთი იქნება საკმარისი. ის ხისგან აშენდება და მოიცავს სამ თეატრს - დიდი დახურული, ღია და მცირე დარბაზებით" - აღნიშნავს კოტე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი ეკა მაზმიშვილი. 

მის რეზიდენციაში მოხდება უცხოელი მსახიობების მიღება. მასში აქტიურად დაიდგმება სპექტაკლები, მასშტაბური თეატერალური და სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.

უახლოეს მომავალში მარჯანიშვილის თეატრი გამოაცხადებს კონკურსს, თეატრალური ქალაქის ესკიზის შექმნასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მარჯანიშვილის უკვე არსებული თეატრი კვლავ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს სამომავლოდად სპექტაკლების ჩვენებას. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე