გადაგვიტრიალეს ყველაფერი, სამართალდამცავები ხელითაც შემეხნენ - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 15:41 | 11.06.2018
ნანახია: 2638

საპატრულო პოლიციის ინსპექტორები პირდაპირ ზეწოლაზე წამოვიდნენ. სამართალდამცავები ხელითაც შემეხნენ, ხელითაც მიჯიკეს, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან"ზაზა სარალიძემ.

მისი განმარტებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამართალდამცავებს მათზე ზეწოლის ბრძანება მისცა.

"საჭმელზე ვიყავით ჩასულები, რადგან მოსამართლემ შესვენება 3 საათამდე გამოაცხადა, ზვიად კუპრავა დარბაზიდან გამოუშვეს. უცებ მოვარდნენ, ზვიად კუპრავას მიმართეს მოსამართლე გიბარებსო. ეს იყო მოგონილი სიცრუე, რადგან მოსამართლემ 3 საათამდე გამოუშვა. ზვიადიმ თხოვა, დავამთავრებ ჭამას და წამოვალო. ამის მერე გადავიდნენ ძალადობაზე, დაუწყეს ჯიკავი ზვიად კუპრავას, დაგვამხეს თავზე აბაოლუტურად ყველაფერი, გადაგვიტრიალეს ყველაფერი, საჭმელი ძირს დაიყარა. საპატრულო ინაპექტორები პირდაპირ ზეწოლაზე წამოვიდნენ. სამართალდამცავები ხელითაც შემეხნენ, ხელითაც მიჯიკეს. სავარაუდოდ, ყველას ამოვიცნობ, რამდენიმე კარგად მახსოვს", - აცხადებს სარალიძე.

როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიაწოდა ინფორმაცია.

"სახალხო დამცველსაც მივამრთე რომ სასწრაფო რეაგირება მოახდინოს ამ პირუტყვებზე და სასწრაფოდ იყვნენ დაკავებული ძალადობის ამ ფაქტზე.

გიორგი გახარიამ კიდევ დაადაატურა, რომ თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნებაა, რომელმაც როგორც ჩანს, პირდაპირ ზეწოლის ბრძანება გასცა", - დასძენს სარალიძე.

ის საზოგადოებას დღეს, 18:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე