ბუფონი პსჟ-თან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

საქართველო, თბილისი - 13:13 | 11.06.2018
ნანახია: 1834

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი უახლოეს დღეებში პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს. მედიის ცნობით, გარიგება შესაძლოა, სამშაბათს ან ოთხშაბათს შედგეს.

გავრცელებული ცნობით, გოლკიპერმა და პარიზის კლუბმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, საბოლოო შეთანხმებისთვის აუცილებელია რამდენიმე დეტალის დაზუსტება.

აღნიშნულია, რომ ბუფონის კონტრაქტი პსჟ-სთან გათვლილია ორი წლით და წელიწადში 7 მლნ ევროს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ბუფონმა მაისში განაცხადა, რომ „იუვენტუსიდან“ მიდის, მაგრამ კარიერას განაგრძობს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა „პარი სენ ჟერმენთან“. ბუფონი ტურინის კლუბში 2001 წლიდან თამაშობდა. 17 წლის განმავლობაში მან 655 მატჩი გამართა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე