ვისკონსინში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 12:42 | 11.06.2018
ნანახია: 663

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა ამერიკის ვისკონსინის შტატში. ინციდენტის შედეგად პილოტი და სამი მგზავრი დაიღუპა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი Cessna 182 ჩიკაგოდან მონროს ოლქის აეროპორტში მიფრინავდა. დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე საჰაერო ხომალდმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო და აეროპორტის ჩრდილოეთით მინდორში ჩავარდა.

ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფის მიზეზები დგინდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე