პარლამენტის წინ რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 11.06.2018
ნანახია: 805

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან რამდენიმე პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში ინციდენტი მოხდა.

როგორც ირკვევა, იტუაციის განმუხტვას სამართალდამცველები შეეცადნენ. კარავში მყოფი ადამიანების ნაწილი აცხადებდა, რომ ჩხუბი არ მომხდარა, მობილურ ტელეფონზე საუბრობდნენ. თუმცა კარვიდან გამოსულმა ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ დაპირისპირება ნამდვილად მოხდა.

ინციდენტთან დაკავშირებით შსს კომენტარს გააკეთებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე