ყოფილი პოლიციელი პოლიციელს შეურაცხყოფას არ მიაყენებს - ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას დაკავებაზე

საქართველო, თბილისი - 11:35 | 11.06.2018
ნანახია: 853

ყოფილი პოლიციელი პოლიციელს ზეწოლას არასდროს განახორციელებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფას არ მიაყენებს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის უცნობია, რატომ დააკავეს კუპრავა.

"მე კარავში ვიყავი, ბიჭები საპირფარეშოში გავიდნენ და იქიდან დააკავეს. რატომ დააკავეს, არ ვიცი. როგორც შსს-მ განაცხადა, ზვიად კუპრავამ პოლიციელებზე ზეწოლა განახორციელა, რაც ტყუილია. ყოფილი პოლიციელი ზეწოლას არასდროს განახორციელებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფას არ მიაყენებს.

ეს კუპრავას დისკრედიტაციაა აქციიდან გამომდინარე. 

ვიტყვი იმასაც რომ ზვიად კუპრავას ვიღაცასათან ჰქონდა შელაპარაკება. პატრულის ფორმაში იყო ვიღაც ჩაცმული, რომელსაც ზვიად კუპრავამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოთხოვა თუ რომელი სამსახურიდან იყო. მან არ წარმოუდგინა თავისი დამადასტურებელი მოწმობა. აქედან გამომდინარე ის სუს-ის აგენტი იყო გადაცმული ფორმაში ან სხვა ვიღაც. ეს დაკავებამდე მოხდა.

აქციები გაგრძელდება იმის მოთხოვნით რომ სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს", - განაცხადა სარალიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე