საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:24 | 11.06.2018
ნანახია: 726

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვლა, ხოლო ხუთი მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე