ემინემის გამოსვლის დროს სროლის ხმამ მაყურებლებს შორის პანიკა გამოიწვია

საქართველო, თბილისი - 11:15 | 11.06.2018
ნანახია: 702

რეპერ ემინემის გამოსვლის დროს ხმოვანმა ეფექტებმა Bonnaroo-ს ფესტივალის მაყურებლებს შორის პანიკა გამოიწვია.

კონცერტზე ერთ-ერთი შესრულების დროს სროლის იმიტირებული ხმები გაისმა. რის გამოც მაყურებლები გასასვლელიკენ გაიქცნენ, ნაწილმა კი თავშესაფრის ძებნა დაიწყო.

მოგვიანებით ზოგიერთმა მაყურებელმა ზედმეტად რეალისტური ეფეტქების გამო უყკმაყოფილება გამოთქვა.
„მე ემინემის თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ სცენიდან სამი გასროლის შემდეგ ძალიან შემეშინდა. ეს მეტად შიშისმომგვრელია ჩვენს სამყაროში“, - წერდა ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე.

Bonnaroo მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფეტსივალია, რომელიც ტენესის შტატის ქლაქ მანჩესტერში იმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე