ზაზა სარალიძე მოქალაქეებს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:37 | 11.06.2018
ნანახია: 696

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა დაღუპული შვილების მშობლებზე, ველოდები რუსთაველზე, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე მისი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ის უკან დახევას არ აპირებს.

ცნობისთვის, ამ წუთისთვის პარლამენტის შენობის წინ სპეციალურად შემოსაზღვრულ პერიმეტრზე სამი კარავია გაშლილი. 

ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას, ასევე იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე