გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 08:33 | 11.06.2018
ნანახია: 1385

56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ​მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია მომღერლის ახლობლებმა გაავრცელეს.

გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე