აშშ-ში ავტოავარიის შედეგად ორი ქართველი დაიღუპა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:46 | 09.06.2018
ნანახია: 1011

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიუ ჯერსის შტატში ახალგაზრდებს სატვირთო ავტომობილით ტვირთი გადაჰქონდათ, რა დროსაც, ავტომობილი გადაყირავდა. ავარიისას სატვირთოში სამი მამაკაცი იჯდა, რომელთაგან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. 

ავარიისას დაშავებული მამაკაცის ახლობლების თქმით,  ამჟამად, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთი დაღუპული თბილისიდანაა, ერთი კი ქუთაისიდან. მომხდარი ფაქტი ადგილობრივმა მედიამაც გააშუქა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე