ტარანტინოს ახალ ფილმში დი კაპრიოსთან და ბრედ პიტთან ერთად ალ პაჩინოც ითამაშებს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 08.06.2018
ნანახია: 1572

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში  „ერთხელ ჰოლივუდში“ მონაწილოებას ალ პაჩინოც მიიღებს.  ფილმში მოქმედება ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავის რიკ დალტონისა და მისი დუბლიორის კლიფ ბუტის ირგვლივ ვითარდება.

Variety-ის ცნობით, ალ პაჩინო დალტონის სარეკლამო აგენტის - მარვინ შვარცის როლს შეასრულებს. დრამაში მთავარი როლები უკვე მიიღეს ლეონარდო დი კაპრიომ და  ბრედ პიტმა.

კვენტინ ტარანტინომ თავისი ახალი ფილმი „კრიმინალურ საკითხავს“ შეადარა, რომელიც მან 1994 წელს გადაიღო.

ალ-პაჩინო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია. მის ფილმოგრაფიაში არის ისეთი ცნობილი კინოპროექტები, როგორიცაა „ნაიარევი სახე“, „კარლიტოს გზა“, „ეშმაკის ადვოკატი“, „ოუშენის 13 მეგობარი“, „მართლმსაჯულება ყველასთვის“. პირველი დიდება მსახიობს მაიკლ კორლეონეს როლმა მოუტანა ფილმში „ნათლიმამა“.

1993 წელს ალ პაჩინომ „ოსკარის“ პრემია მიიღო ფილმისთვის „ქალის სურნელი“, სადაც მან უსინათლო ამერიკელი გადამდგარი პოლკოვნიკის როლი შეასრულა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე