ევროკომისიამ ამერიკული პროდუქციის იმპორტზე გადასახადები დააწესა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 06.06.2018
ნანახია: 1196

ევროკომისიამ აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინის იმპორტზე გადასახადების გაზრდის საპასუხოდ ამერიკულ პროდუქციაზე გადასახადების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

პროდუქტების სია მოიცავს რამდენიმე ათეულ პოზიციას მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუტქებს (სიმინდი, ბრინჯი, შტოში), კვების პროდუქტებს (ფორთოხლის წვენი, არაქისის კარაქი, ვისკი და თამბაქოს ნაწარმი), კოსმეტიკას, ტანსაცმელს, მეტალურგიულ პროდუქციას, მოტოციკლებს, კატერებს, იახტებსა და სხვა. მათზე გადასახადები 25 პროცენტით გაიზრდება, 10 პეოცენტიანი გადასახადები დაწესდება სათამაშო ბანქოზეც.

ევროკომისიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალი ტარიფები ივლისიდან ამომქმედდება.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე