სიმღერა Macarena სიცოცხლის გადარჩენის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 06.06.2018
ნანახია: 1775

ესპანური ჯგუფის, Los Del Rio-ს სიმღერა Macarena იდეალურია გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთებისას, ვინაიდან მისი რიტმი (103 დარტყმა წუთში) ზუსტად შეესაბამება მკერდზე დაწოლის საჭირო სიხშირეს, აცხადებენ ბარსელონის უნივერსიტეტის მეცნიერები. ამის თაობაზე სამეცნიერო ჟურნალი Science Alert-იწერს.

ექსპერიმენტში, რომელიც მეცნიერებმა ჩაატარეს, 164-ზმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სამ ჯგუფად გაყვეს, რომელთაგან პირველი მკერდის კომპრესიას მონომეტრის თანხლებით ატარებდა, მეორე ჯგუფს დაავალეს, მასაჟის კეთებისას „მაკარენა“ ეღიღინათ, ხოლო მესამე — საკონტროლო ჯგუფი არაფერს იყენებდა.

ორწუთიანი მასაჟის შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე უკეთ დავალებას ის სტუდენტები გაუმკლავდნენ, რომლებიც მონომეტრით ზომავდნენ მკერდზე დაწოლის სიხშირეს. ჯგუფის 91%-მა შეძლო, შეენარჩუნებინა სწორი ტემპი — 100-120 დაწოლა წუთში. მეორე იყო „მაკარენას“ ჯგუფი — სტუდენტების 74%-მა შეინარჩუნა სწორი ტემპი.

ყველაზე უარესი შედეგი კი საკონტროლო ჯგუფმა აჩვენა — საჭირო სიხშირე მხოლოდ 21%-მა პროცენტმა დაიცვა.

.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე