პოპულარული სიამის ტყუპები 21 წლის ასაკში გარდაიცვალნენ

საქართველო, თბილისი - 18:16 | 05.06.2018
ნანახია: 1682

ტანზანიაში სიამის ტყუპები მარია და კონსოლატა მვაკიკუტები გარდაიცვალნენ, რომლებიც ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. იუწყება BBC-ი.

რამდენიმე თვის წინ 21 წლის დები საავადმყოფოში გულის დაავადებით გადაიყვანეს. მათ სუნთქვის პრობლემები აღმოაჩნდათ, რომელიც უკავშირდებოდა მკერიდის ნეოპეაბელურ დეფორმაციას, რამაც მარიას სიკვდილი გამოიწვია, 15 წუთის შემდეგ კი კონსოლატაც დაიღუპა.

ტანზანიის პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულიმ მწუხარება გამოთქვა ტყუპების გარდაცვალების გამო. მისი თქმით, მარია და კონსოლატა თავიანთი ხალხისთვის სამსახურზე ოცნებობდნენ.

მარიას და კონსოლატას სხეულის ქვედა ნაწილი შეზრდილი ჰქონდათ, მათ ასევე საერთო ჰქონდათ ღვიძლი, ფილტვები და სხვა ზოგიერთი ორგანო. ამის მიუხედავად, დებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს. გოგონებს მასწავლებლობა სურდათ და იმედოვნებდნენ, რომ ერთ საერთო ქმარს იპოვიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე