ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 05.06.2018
ნანახია: 1387

5 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4511 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8661 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8794 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.33 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5310 ლარს შეადგენს, ხოლო  გაუფასურდა ფუნტი და 3.2769 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 ივნისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე