17 წლის გოგონა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე დენი დევიტოსთან ერთად მივიდა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 05.06.2018
ნანახია: 1173

პენსილვანიაში  ელისონ კლოსმა მეგობრებს შორის მეგზური ვერ შეარჩია და სკოლის გამოსაშვებ საღამოზე  საყვარელი მსახიობის დენი დევიტოს მუყაოს ასლთან ერთად მივიდა. 17 წლის გოგონამ ის Amazon-ზე 100 დოლარად შეიძინა.

ელისონის თქმით, მისი მუყაოს ჯენტლმენი საღამოს ვარსკვლავი გახდა და გოგონები მასთან ფოტოების გადაღებას ერთმანეთს არ აცდიდნენ.

ელისონის მამამ ქალიშვილის ხუმრობას მხარი დაუჭირა. „მართალია ის ცოტა დიდია, მაგრამ დევიტო შესანიშნავი ადამიანია, დარწმუნებული ვარ ის ჩემს ქალიშვილს დიდი პატივისცემით მოეპყრობა,“ - აღნიშნა ელისონის მამამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე