ავღანეთში დაღუპულ ქართველ კარისკაცს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

საქართველო, თბილისი - 16:18 | 24.09.2015
ნანახია: 2087

ავღანეთში დაღუპულ ქართველ კარისკაცს სამშობლოში ხვალ, 25 სექტემბერს, ჩამოასვენებენ. თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ

 "დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

რაც შეეხება დაჭრილ ქართველ სერჟანტს, მინისტრის თქმით, ის უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 
"მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება, ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის გადაწყვეტილებით, ვასილ ყულჯანიშვილის რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე