რაულ ჰაჯიმბა სირიაში ჩასვლას აპირებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ბაშარ ასადს ეპატიჟება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 05.06.2018
ნანახია: 1404

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიაში ე.წ. ვიზიტისა და აფხაზეთში ბაშარ ალ-ასადის ჩასვლის საკითხი განიხილა. 

ე.წ.პრეზიდენტის ე.წ პრეს-სამსახურის ცნობით, ჰაჯიმბამ სირიის ლიდერი აფხაზეთში მიიწვია.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სირიის ხელისუფლების თანამშრომლობის საკითხის მოგვარება დაევალა აფხაზეთისა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სირიის საგარეო უწყებას, რათა მიიღონ ზომები ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე