შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 09:34 | 02.12.2015
ნანახია: 1778

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზაალ ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 128 საბრძოლო ვაზნა, „ნაგანის“ ტიპის უნომრო რევოლვერი მაყუჩით, „ტანფოლიოს“ და „პარაბელუმის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, 5 მჭიდი და 2 საცემელი (ნემსა) ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე