ზიდანი "რეალის" მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 16:43 | 31.05.2018
ნანახია: 1374

ზინედინ ზიდანმა განაცხადა, მადრიდის „რეალის“  მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დატოვებას აპირებს. ეს განცხადება მან ერთი კვირის მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა უეფას ჩემიპონთა ლიგის ფინალში, ზედიზედ მესამედ გამარჯვება მოიპოვა. 

ამ გადაწყვეტილების შესახებ 45 წლის მწვრთნელმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ გეგმავს მწვრთნელად მუშაობას რომელიმე სხვა კლუბში ან ეროვნულ ნაკრებში.

"მივიღე გადაწყვეტილება არ გავაგრძელო ჩემი, როგორც „რეალის“ მწვრთნელის კარიერა მომავალი წლიდან. ეს შესაძლოა ძალიან უცნაურად ჩანდეს, მაგრამ, ეს უნდა გავაკეთო ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ. ამ გუნმდა უნდა განაგრძოს მოგება, მას სჭირდება ცვლილებები, ახალი აზრი და სხვა მუშაობის მეთოდები“, - განაცხადა ზიდანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე