"თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებიდან შესაძლო სარგებელზე უარი არ უნდა ვთქვათ" - მეჭიაური

საქართველო, თბილისი - 16:33 | 01.12.2015
ნანახია: 1515

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, თუკი არსებობს შანსი, რომ საქართველომ რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან სარგებელი მიიღოს ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას.

"შეფასება სხვათა დაპირისპირებაზე კარგი ტონი არ არის, მაგრამ, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ უნდა ამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. ახლა თუ რეალურად არის შანსი, რომ საქართველომ სარგებელი მიიღოს, თუნდაც ეკონომიკური რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი მე ვერ ვიგებ. იქ არაღაც ხილის და ბოსტნეული შეტანა ამ ემბარგოდან გამომდინარე შემცირდება და ბუნებრივია გაჩნდება დამატებითი მოთხოვნა რომ ჩვენი შევიდეს იქ. ტურიზმშიც იგივეა რატომ უნდა ვთქვათ უარი ტურისტების შემოსვლაზე ჩვენ ქვეყანაში. თუკი ამას ჭკვიანურად გამოიყენებ ამან პირიქით შეიძლება შემოიტანოს ქვეყანაში ვალუტა. ტურიზმიც ხომ ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა."- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, ,,როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "თურქეთის მიმართ დაწესებულმა ემბარგომ მეზობელი ქვეყნები გაახარა და ეს ინფორმაცია საკმაოდ პოზიტიურად მიიღო საქართველომ, ასევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე