28 სექტემბერს დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გაივლის

საქართველო, თბილისი - 16:14 | 24.09.2015
ნანახია: 2302

28 სექტემბერს მთვარე  დედამიწასთან ყველაზე ახლო ორბიტის წერტილს მიუახლოვდება. დაბნელებასთან ერთად, მთვარე პერიგეას გაივლის, უახლოეს წერტილს დედამიწასთან. ამ წერტილს თვეში ერთხელ კვეთს, ახდენს სრულ ბრუნს დედამიწის გარშემო. მიუხედავად ამისა, პერიგეას გავლა და სავსემთვარეობის დამთხვევა იშვიათი მოვლენაა. ამჯერად სავსე მთვარე, ჩვეულებრივზე 14%-ით დიდი იქნება. ეს ყველაფერი არ არის რადგან იმავე დროს, დედამიწა მზესა და მთვარეს შორის გაივლის, რაც მთვარის სრულ დაბნელებას გამოიწვევს.

ამ მოვლენას სისხლიან მთავრესაც უწოდებენ, რაც ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან მომდინარეობს. წითელ შეფერილობას მას, დედამიწის ატმოსფეროს მიერ გაბნეული მზის სხივები აძლევს. დედამიწას რომ ატმოსფერო არ ჰქონდეს, დაბნელებული მთვარე სრულიად შავი და პრაქტიკულად უხილავი იქნებოდა არ არსებული დედამიწელებისთვის, რადგან ატმოსფეროს გარეშე რომელ სიცოცხლეზეა საუბარი. ნუ გამოტოვებთ ამ მოვლენას, რადგან შემდეგი სუპერსავსე მთავრის დაბნელების ნახვას 2033 წლამდე ვეღარ შეძლებთ.

დედამიწის ჩრდილში მთვარის სრული ჩაძირვა 6 საათზე 10 წუთსა და 44 წამზე მომხდება. 1 სთ. 13 წთ-ს მერე სრული დაბნელება დასრულდება და მთვარე, დედამიწის ჩრდილიდან დაიწყებს გამოსვლას. ეს მოხდება 7 სთ. 23 წთ. 30 წმ-ზე, თუმცა, დაბნელებული მთვარის დისკო უკვე ჰორიზონტს ქვემოთ იქნება, ამომავალი მზე კი ახალი დღის დაწყების შესახებ გვამცნობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე