Nike-მა ჩანთა-ფეხსაცმელი გამოუშვა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 16:07 | 30.05.2018
ნანახია: 2070

 

საზღვაო სეზონის დაწყების წინ ამერიკულმა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა Nike-მა „პლიაჟის“ ღია ფეხსაცმელი Benassi გამოუშვა, რომელსაც ჩანთის ფუნქციაც აქვს.

ახალი რეზინის სანდლები ორ ფერშია წარმოდგენილი: ვარდისფერი, შავი ძირით და იისფერი, სალათისფერი ძირით.

თუ როდის გამოვა გაყიდვაში ზღვის ფეხსაცმელი, უცნობია. ასევე უცნობია მისი ფასიც.

კომპანია Nike აშშ-ში 1964 წელს დაფუძნდა. მისი შტაბ-ბინა ორეგონის შტატის ქალაქ ბივერტონში მდებარეობს. კომპანიის პროდუქცია ასევე გამოდის Nike Golf-ის, NikeLab-ის, Nike Pro-ს, Nike+-ის, Air Jordan-ისა და Nike Skateboarding-ის ბრენდების ქვეშ.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე