ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დამასკოში "საელჩოს" "გახსნას" გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:22 | 29.05.2018
ნანახია: 717


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სირიის დედაქალაქ დამასკოში "საელჩოს" გახსნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა. 

"სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ სამხრეთ ისეთის აღიარებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მადლობას ვუხდით სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ეს ჩვენს ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვართ", - განაცხადა სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა. 

როგორც ცნობილია, სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა. სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხარეებმა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება გააფორმეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე