მატარებელს გზა აებნა და მგზავრები სხვა ქალაქში ჩაიყვანა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 29.05.2018
ნანახია: 1206

დიდ ბრიტანეთში სამგზავრო მატარებლის მემანქანეს მანიშნებელი ისარი შეეშალა და ასობით ადამიანი  სხვა ქალაქში წაიყვანა. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.

შემადგენლობა ქალაქ ნიუ-კასლიდან ქალაქ რედინგში მიდიოდა, მაგრამ დასავლეთის მიმართულების ნაცვლად, შეცდომით გეზი სამხრეთისკენ აიღო. შეცდომა მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როდესაც მატარებელი უესტ-იორკშირის საგრაფოში ქალაქ პონტეფრაკტში ჩავიდა.

 პონტეფრაკტთან ხანგრძლივი გაჩერების შემდეგ მატარებელი უკან გამობრუნდა, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მგზავრევბი საუტ-იორკშირის საგრაფოში ქალაქ შეფილდში ჩამოსხეს, საიდანაც რედინგის მიმართულებით სხვა მატარებელში გადასხდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე